ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა

ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების  სისტემა

ISO 27001 ინფორმაციის დაცვისა და მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი. 21-ე საუკუნეში, როდესაც ინფორმაცია დიდ ღირებულებას იძენს, აუცილებელია ვფლობდეთ მისი შენახვისა და მართვის მეთოდებს. ISO 27001 სტანდარტის დანერგვა დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ინფორმაციის კონფიდენციალობა, განსაზღვროთ და აკონტროლოთ მისი მიღებისა და გაცემის არხები.

ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვით შეძლებთ:

  • დანერგოთ საქმიანობის პროცესში შექმნილი და დაგროვილი კომერციული, პერსონალური და სხვა ტიპის ინფორმაციის დაცვის სისტემა
  • დაიცვათ თქვენი ბიზნესი, ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისაგან
  • დაიცვათ კომპანიის რეპუტაცია და მოახდინოთ საჯარიმო სანქციების პრევენცია
  • უზრუნველყოთ მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
  • მარტივად მოიზიდოთ და დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან
  • გაზარდოთ კომპანიის ცნობადობა და მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება
  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმატებული ექსპორტი
  • საჯაროდ გამოავლინოთ, თქვენი მენეჯმენტის ძლიერი მხარეები
  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან

ვის შეუძლია დანერგოს ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა?

ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს საიმედოდ დაიცვას საქმიანობის პროცესში შემქნილი და დაგროვილი კომერციული, პერსონალური და სხვა ტიპის ინფორმაცია. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში, ამავდროულად  სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.

რა ღირს სერთიფიცირება?
მომსახურების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის სერტიფიცირების ღირებულებაზე: 1. კომპანიის სამუშაო სფერო და სერტიფიცირების სირთულე 2. სამუშაო ობიექტებისა და ორგანიზაციული ერთეულების რაოდენობა 3. წარმოებული პროდუქტი / მომსახურება 4. თანამშრომელთა რაოდენობა. საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ფასი, დგინდება კონკრეტული კოპმანიის სამუშაო პროცესების შეფასების საფუძველზე.
რა დრო სჭირდება სერთიფიცირებას?
სერტიფიცირების პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მოცულობასა და სამუშაო პროცესების თავისებურებებზე. საშუალოდ, სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.