ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა

ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა

ISO 9001 არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტი, რომელიც  170 -ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება ადგილობრივი მცირე თუ დიდი კომანიების მიერ.  ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა წარმოადგენს ბიზნესის გაუმჯობესების მძლავრ ინსტრუმენტს, რომელიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი საქმის მდგრადი და უწყვეტი განვითარება.

ხარისხის მართვის სისტემის დანერგვით, შეძლებთ:

  • გააუმჯობესოთ სამუშაო პროცესები და მოახდინოთ მათი ოპტიმიზაცია 
  • გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
  • აამაღლოთ ნდობა თქვენი ბიზნესისადმი
  • მარტივად მოიზიდოთ და დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან
  • გაზარდოთ კომპანიის ცნობადობა და მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება
  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმატებული ექსპორტი
  • უზრუნველყოთ მარეგულირებელ  კანონმდებლობასთან შესაბამისობა
  • საჯაროდ გამოავლინოთ, თქვენი მენეჯმენტის ძლიერი მხარეები
  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ყველა  დაინტერესებულ მხარესთან

ვის შეუძლია დანერგოს ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა?

9001 ხარისხის მართვის სისტემის უნიკალურობა მდგომარეობს მის უნივერსალურობაში. სისტემა, სრულებით ადაპტირებადია როგორც დიდი ასევე მცირე ზომის კომპანიებში. ამავდროულად თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.

რა ღირს სერთიფიცირება?
მომსახურების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის სერტიფიცირების ღირებულებაზე: 1. კომპანიის სამუშაო სფერო და სერტიფიცირების სირთულე 2. სამუშაო ობიექტებისა და ორგანიზაციული ერთეულების რაოდენობა 3. წარმოებული პროდუქტი / მომსახურება 4. თანამშრომელთა რაოდენობა. საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ფასი, დგინდება კონკრეტული კოპმანიის სამუშაო პროცესების შეფასების საფუძველზე.
რა დრო სჭირდება სერთიფიცირებას?
სერტიფიცირების პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მოცულობასა და სამუშაო პროცესების თავისებურებებზე. საშუალოდ, სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.