22000 სურსათის უვნებლობის დაცვის სისტემა

22000 სურსათის უვნებლობის დაცვის სისტემა

ISO 22000 არის სტანდარტი, რომელიც  ადგენს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში. სტანდარტი დაგეხმარებათ, უზრუნველყოს კვების პროდუქტების უსაფრხთხოების მაღალი დონე HACCP-ის პრინციპების დაცვით.

სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვით შეძლებთ:

  • საწარმოო სივრცის ორგანიზებას, ჰიგიენისა და სხვა საბაზისო მოთხოვნების შესაბამისად

  • გააუმჯობესოთ კონტროლის შედეგიანობა უსაფრთხო სურსათის წარმოების პროცესში

  • მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება

  • უზრუნველყოთ მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა

  • მარტივად მოიზიდოთ და დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან

  • გაზარდოთ კომპანიის ცნობადობა

  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმატებული ექსპორტი

  • საჯაროდ გამოავლინოთ, თქვენი მენეჯმენტის ძლიერი მხარეები

  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეებთან

ვის შეუძლია დანერგოს ISO 22000 სურსათის უვნებლობის სისტემა?

ISO 22000 სისტემა გამოყენებადია წარმოებაში ჩართული ნებისმიერი სუბიექტისათვის, მათ შორის არასაკვები პროდუქტების მწარმოებელ და მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. სისტემის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში. ამავდროულად,  სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.

რა ღირს სერთიფიცირება?
მომსახურების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაზე, რომელიც გავლენას ახდენეს კომპანიის სერტიფირების ღირებულებაზე: 1. კომპანიის სამუშაო სფერო და სერტიფიცირების სირთულე 2.სამუშაო ობიექტებისა და ორგანიზაციული ერთეულების რაოდენობა 3.წარმოებული პროდუქტი / მომსახურება 4. თანამშრომელთა რაოდენობა. საკონსულტაციო მომსახურებისა და სეტიფიცირების ფასი, დგინდება კონკრეტული კოპმანიის სამუშაო პროცესების შეფასების საფუძველზე.
რა დრო ჭირდება სერთიფიცირებას?
სერტიფიცირების პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მოცულობასა და სამუშაო პროცესების თავისებურებებზე. საშუალოდ, სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.