fbpx

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ISO consulting group საქართველოს მასშტაბით ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის (იქნება ეს დიდი თუ მცირე მასშტაბის კომპანია). იგი ბაზარზე წარმოდგენილია ხარისხის მართვის სფეროში გამოცდილი გუნდით და ორიენტირებულია კონსალტინგური მომსახურების განვითარებასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია რეგიონში არსებული ბიზნეს გარემოს განვითარება, საერთაშორისოდ აპრობირებული სტანდარტებით.

იგი ახორციელებს მართვის ეფექტურ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და გთავაზობთ სერტიფიცირების მარტივ გზას:

  • მოქნილი გადახდის გრაფიკი
  • მაღალი ხარისხის მომსახურება
  • პროცესების სწორი დაგეგმარება
  • უწყვეტი საკონსულტაციო მხარდაჭერა სერტიფიცირების პროცესში

აისო კონსალტინგ გრუპი ხელმძღვანელობს მართვის საკონსულტაციო სისტემების (MSP - management consultancy service) ISO 20700-ის პოლიტიკის შესაბამისად და თავის თავზე იღებს მის მიერ გაწეულ რესურსებსა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობას.  გამჭვირვალეობა, სანდოობა, კონფიდენციალობა და პროფესიონალიზმი ჯგუფის ფუნდამენტური პრინციპებია, რისი მეშვეობითაც ვცდილობთ ხარისხიანი გარემოს შექმნას.

აისო კონსალტინგ გრუპის მართვის პოლიტიკა ითვალისწინებს (MSP):

  • მარეგულირებელ სისტემებს
  • დაინტერესებული მხარეების შეთანხმებულობასა და ვალდებულებას
  • ეთიკური და პროფესიული ქცევის კოდექსს
  • პროექტის მართვს
  • შესაძლებლობას
  • კომუნიკაციას
  • მონაცემთა დაცვასა და კონფიდენციალურობას
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვას
  • სოციალური პასუხისმგებლობას
  • ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას
  • რისკებისა და ხარისხის მართვას

აისო კონსალტინგ გრუპის ყველა წევრი იზიარებს ეთიკისა და ქცევის კოდექსის საერთო წესებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე კვალიფიციური პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრება. ორგანიზაციის საქმიანობა მიმდინარეობს სრულიად გამჭვირვალედ. თანამშრომლობის დაწყების მომენტიდან, დამკვეთი (დაინტერესებული მხარე) აქტიურადაა ჩართული პროცესში წინასწარ გაწერილი ვალდებულებების გათვალისწინებით და ინფორმირებულია სამოქმედო გეგმის თითოეული პუნქტის შესახებ, სტანდარტიზაციის ნებისმიერ ეტაპზე.

აისო კონსალტინგ გრუპი, მუშაობს მიუკერძოებლად და კონფიდენციალობის დაცვის პრინციპით. იგი ვალდებულებას იღებს, რომ ნებისმიერი სახის, ინფორმაცია, რომელიც სტანდარტიზაციის პროცესში ცნობილი ხდება საკონსულტაციო ჯგუფისათვის, მუშავდება მხოლოდ საქმიანი ურთიერთობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

აისო კონსალტინგ გრუპის უმთავრესი ღირებულებაა მაღალი ხარისხი, რაც განპირობებულია ჩვენი გუნდის გამოცდილებითა და კომპეტენციით. ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მიმართულია დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესაბასა და ხარისხის უწყვეტ ზრუნვაზე, რის შედეგადაც იძენს მდგრადი განვითარების აუცილებელ პრაქტიკულ ცოდნას.