45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა

45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა

ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა წარმოადგენს, საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიზანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.  შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, ხაზს უსვამს დამსაქმებლის მზაობას შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები და დასაშვებ მინიმუმამდე დაიყვანოს შრომითი საქმინობის პროცესში ყველა სავარაუდო საფრთხე.

შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვით შეძლებთ:

  • აკონტროლოთ სამუშაო გარემოში არსებული რისკები და გააუმჯობესოთ კონტროლის შედეგიანობა
  • გაზარდოთ თანამშრომელთა უსაფრთოხების დონე
  • შეამციროთ საწარმოო ტრამვები და სადაზღვევო რისკები
  • უზრუნველყოთ მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
  • მარტივად მოიზიდოთ და დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან
  • გაზარდოთ კომპანიის ცნობადობა და მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება
  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმატებული ექსპორტი
  • საჯაროდ გამოავლინოთ, თქვენი მენეჯმენტის ძლიერი მხარეები
  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეებთან

ვის შეუძლია დანერგოს ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა?

ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა შექმნილია ყველასთვის, ვისაც კანონის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად, სურს და ან ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო. ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელია მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობის სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტებისათვის.   შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში. ამავდროულად,  სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.

რა ღირს სერთიფიცირება?
მომსახურების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაზე, რომელიც გავლენას ახდენეს კომპანიის სერტიფირების ღირებულებაზე: 1. კომპანიის სამუშაო სფერო და სერტიფიცირების სირთულე 2.სამუშაო ობიექტებისა და ორგანიზაციული ერთეულების რაოდენობა 3.წარმოებული პროდუქტი / მომსახურება 4. თანამშრომელთა რაოდენობა. საკონსულტაციო მომსახურებისა და სეტიფიცირების ფასი, დგინდება კონკრეტული კოპმანიის სამუშაო პროცესების შეფასების საფუძველზე.
რა დრო ჭირდება სერთიფიცირებას?
სერტიფიცირების პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მოცულობასა და სამუშაო პროცესების თავისებურებებზე. საშუალოდ, სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.