როგორ მივიღო ISO სერტიფიკატი?

1 ნაბიჯი: შეარჩიეთ სათანადო სტანდარტი

პირველ რიგში, აუცილებელია, თქვენი ბიზნესისათვის შესაფერისი სტანდარტის შერჩევა. მიუხედვადად, იმისა რომ დღეისთვის, 22 000 ზე მეტი სტანდარტია გამოქვეყნებული, შერჩევის პროცესი სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გვთავაზობს, უნივერსალურ მენეჯმენტ სისტემებს. 

ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლითაც შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია. აღნიშნული სტანდარტი დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ხარისხის და კმაყოფილების სტაბილური დონე. შემდგომ ან პარალელურ რეჟიმში ასევე შეგიძლიათ დანერგოთ ისეთი ცნობილი სტანდარტები, როგორიც არის  ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოება, ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტი და ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა. 

აისო კონსალტინგ გრუპი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრასა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. 

 

ნაბიჯი 2: დაგვიკავშირდით

თუ თქვენ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს თქვენი მოთხოვნების განსახილველად. კონსულტანტის მიერ დაიგეგმება შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენ მოგაწვდით სერტიფიცირების გეგმას. 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, პროცესი ოპტიმიზაციას.

 

ნაბიჯი 3: პირველადი შეფასება

თანამშრომლობაზე თანხმობის შემთხვევაში, წამყვანი აუდიტორები ჩაატარებენ GAP ანალიზს, რათა დაადგინონ, რა სამუშაოებია ჩასატარებელი. აისო კონსალტინგ გრუპი გაგიმზადებთ რეკომენდაციების სერიას, რომლის მიხედვითაც მოხდება სტანდარტის დანერგვა

 

ნაბიჯი 4: დოკუმენტების მომზადება

თქვენი კომპანიის მიმდინარე პროცედურების გათვალისწინებით, გეხმარებით სტანდარტის მოთხოვნების დაცვით სავალდებულო დოკუმენტაციის შექმნაში

 

ნაბიჯი 5: სერტიფიცირება

იმ შემთხვევაში, თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გარე აუდიტის შემოწმების შემდგეგ, თქვენს კომპანიას მიენიჭება ISO სერთიფიკატს.

ვინაიდან, ISO ხარისხის სისტემები ორიენტირებულია მუდმივ გაუმჯობესებაზე, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ყოველთვიურად ექვსთვიანი შემოწმების გზით, რაც უზრუნველყოფს კომპანიის დანერგილ სტანდარტთან შესაბამისობას.

 

ნაბიჯი 6: შესაბამისობის შენარჩუნება

ISO მენეჯმენტ სისტემები ფოკუსირებულია თქვენი პროდუქციის / მომსახურების და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, მოგეთხოვებათ მუდმივად აკონტროლოთ და შეინარჩუნოთ დანერგილი მართვის სისტემების ეფექტურობა.  

სერტიფიცირებიდან დაახლოებით 6 თვის ვადაში,  ჩვენი ექსპერტები თქვენთან ერთად შეაფასებენ დანერგილი სისტემის შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში გაგიწვენ სათანადო ინსტრუქტაჟს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით. 

შედეგად, აისო კონსალტინგ გრუპის ქსპერტების უწყვეტი მხარდაჭერის რეჟიმში, შეძლებთ თავდაჯერებულად გაიაროთ ყოველი მომდევნო გარე აუდიტის პროცესი.