fbpx

რატომ არის მნიშვნელოვანი სტანდარტიზაცია?

ევროპის შიდა ბაზარი, რომელიც ასევე ცნობილია „ერთიანი ბაზრის“ სახელწოდებით, იძლევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას.

ერთიანი ბაზრის საკანონმდებლო მოთხოვნების თანახმად, ევროკავშირის ბაზარზე განთავსებული პროდუქტი / მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.

 

საქონლის ერთიან ბაზარზე დაშვებისათვის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს:

სტანდარტები - სტანდარტები განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკურ ან ხარისხობრივ მოთხოვნებს, წარმოების პროცესს, სერვისებს ან სატესტო მეთოდებს. შესაბამისად, სტანდარტიზაცია არის ხერხი, რომლის მიხედვითაც საწარმო ქმნის პროდუქტს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოობასა და ფუნქციონალურ თავსებადობას.

✅ შესაბამისობის შეფასება - შესაბამისობის შეფასების პროცედურით მოწმდება, საექსპორტოდ გამიზნული პროდუქტი შეესაბამება თუ არა ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას და ასევე არის თუ არა ტესტირებული, შემოწმებული და სერტიფიცირებული.
აკრედიტაცია - აკრედიტაციის მიზანია უზრუნველყოს, შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს (ლაბორატორიებს, ინსპექტირების ან სერტიფიცირების ორგანოებს) ჰქონდეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობა.
ბაზრის ზედამხედველობა - საბაზრო ზედამხედველობა უზრუნველყოფს, რომ არასაკვებმა პროდუქტმა ევროკავშირის ბაზარზე არ შეუქმნას საფრთხე ევროპელ მომხმარებლებს. ასევე უზრუნველყოფს სხვა საჯარო ინტერესის დაცვას, როგორებიცაა გარემო, უსაფრთხოება და სამართლიანობა სავაჭრო სფეროში. ბაზრის ზედამხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუსაბამო პროდუქტის მიმოქცევის შეჩერების და/ან მათი შესაბამისობაში მოყვანის სანქციები.
CE მარკირება სავალდებულოა ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ეხება ერთი ან მეტი ევროდირექტივა და უზრუნველყოფს ამ პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. CE მარკირებასთან დაკავშირებული დირექტივებით გათვალისწინებული პროდუქტების ბაზარზე განთავსება „CE მარკირების“ გარეშე დაუშვებელია.