ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა წარმოადგენს, საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიზანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, ხაზს უსვამს დამსაქმებლის მზაობას შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები და დასაშვებ მინიმუმამდე დაიყვანოს შრომითი საქმინობის პროცესში ყველა სავარაუდო საფრთხე.
შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვით შეძლებთ:
ვის შეუძლია დანერგოს ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა?
ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა შექმნილია ყველასთვის, ვისაც კანონის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისად, სურს და ან ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო. ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელია მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობის სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტებისათვის. შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში. ამავდროულად, სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.