fbpx

ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა

ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა

ISO 14001 არის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტი ეკოლოგიის სფეროში, რომელიც გარემოზე მავნე ზეგავლენის დასაშვებ მინიმუმამდე შემცირებას ემსახურება.  ISO 14001 დაგეხმარებათ, დანერგოთ გარემოს დაცვის მენეჯმენტის ეფექტიანი სისტემა და შეურთდეთ მწვანე პოლიტიკას გლობალური მასშტაბით.

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის დანერგვით, შეძლებთ:

  • შეამციროთ მავნე ზეგავლენა გარემოზე
  • წარმოაჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა
  • ეფექტურად მართოთ და მიიღოთ მაქსიმალური მარგინალური ეფექტი არსებული რესურსებისგან
  • უზრუნველყოთ მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობა
  • მარტივად მოიზიდოთ და დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან
  • გაზარდოთ კომპანიის ცნობადობა და მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება
  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების წარმატებული ექსპორტი
  • საჯაროდ გამოავლინოთ, თქვენი მენეჯმენტის ძლიერი მხარეები
  • დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან

ვის შეუძლია დანერგოს ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა?

ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თავისი მწვანე მიდგომების დანერგვა თავისი საქმიანობის სფეროში, ასევე კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე.  აღნიშნული სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში. ამავდროულად,  სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.

რა ღირს სერთიფიცირება?
მომსახურების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის სერტიფიცირების ღირებულებაზე: 1. კომპანიის სამუშაო სფერო და სერტიფიცირების სირთულე 2. სამუშაო ობიექტებისა და ორგანიზაციული ერთეულების რაოდენობა 3. წარმოებული პროდუქტი / მომსახურება 4. თანამშრომელთა რაოდენობა. საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ფასი, დგინდება კონკრეტული კოპმანიის სამუშაო პროცესების შეფასების საფუძველზე.
რა დრო სჭირდება სერთიფიცირებას?
სერტიფიცირების პროცესი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მოცულობასა და სამუშაო პროცესების თავისებურებებზე. საშუალოდ, სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3-დან 6 თვემდე.