ISO 14001 არის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტი ეკოლოგიის სფეროში, რომელიც გარემოზე მავნე ზეგავლენის დასაშვებ მინიმუმამდე შემცირებას ემსახურება. ISO 14001 დაგეხმარებათ, დანერგოთ გარემოს დაცვის მენეჯმენტის ეფექტიანი სისტემა და შეურთდეთ მწვანე პოლიტიკას გლობალური მასშტაბით.
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის დანერგვით, შეძლებთ:
ვის შეუძლია დანერგოს ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა?
ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თავისი მწვანე მიდგომების დანერგვა თავისი საქმიანობის სფეროში, ასევე კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ზომის საწარმოში / კომპანიაში. ამავდროულად, სისტემა თავსებადია მენეჯმენტის მართვის სხვა სისტემებთან.