How to Select the Right Consulting Firm?

მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, ე.წ. კონსალტინგურ კომპანიებს.

საკონსულტაციო მომსახურებების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალეფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს, სამართლებრივ, საგადასახადო, ბიზნეს საქმიანობასთან, ბრენდის განვითარებასთან ან კონკრეტული პროექტის მიზნებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს

ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომელთაც არ ქონიათ შეხება მსგავსი ტიპის მომსახურებასთან, თავდაპირველად შეიძლება რთული იყოს კონსალტინგური კომპანიის შერჩევა

ხშირ შემთხვევაში, კონსალტინგური კომპანიის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული ამა თუ პროექტის წარმატება. ამიტომ, აუცილებელია წინასწარ განვსაზღვროთ, მომსახურე კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები:

✔️ ღირებულება, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ვადები- ეს ის სამი უმთავრესი პუნქტია, რომელიც მომსახურების ორივე მხარისათვის მნიშველოვანია. კომპეტენტურ გუნდს, უკვე აქვს შეფასებული საკუთარი საქმიანობა, ასევე თავისუფლად შეუძლია მოახდინოს საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის პროგნოზირება და გონივრულ ვადების შემოთავაზება
✔️კონსალტინგური კომპანიის გამოცდილება - სასურველია, კონსალტინგურ კომპანიას, თქვენთვის სასურველი მომსახურების გაწევის სფეროში გააჩნდეს რელევანტური გამოცდილება, რის გარკვევაშიც მიმდინარე / დასრულებული პროექტებისა და პარტნიორების შესახებ არსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ
✔️ შემოთავაზებული მომსახურების სპექტრი - დაადგინეთ, ძირითად მომსახურებასთან ერთად, კიდევ რა მომსაუხურებას გთავაზობთ კომპანია. როგორია საკონსულტაციო მომსახურების ხანგრძლივობა, შესაძლებელია თუ არა სათანადო სახელძღვანელოების მოწოდება, მომიჯნავე საკონსულტაციო მიმართულებით რჩევების მიღება და ა.შ.
✔️დანერგვა და არა შესრულება - შეარჩიეთ კომპანია, რომელიც გთავაზობთ კომპანიაში კონსალტინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროცედურების დანერგვას. მნიშვნელოვანია, კონსალტინგის დასრულების შემდეგ თავად შეძლოთ პროცესები მართვა. შეარჩიეთ კომპანია, რომელიც თქვენ ნაცვლად კი არ შეასრულებს კონკრეტულ დავალებებს, არამედ კონსულტაციის შედეგად დაგისახავთ, პროცესების მართვის სწორ გზას.

This post is available in Georgian only. The full translation of the text will be published as soon as possible.