fbpx

ინფექციის გავრცელების პრევენცია

ინფექციის გავრცელების პრევენცია

შეიქმნა ISO-ს ახალი ბიოციდური ზედაპირების კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს მიკრობების წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლისუნარიანობას.

მთელი მსოფლიო, როგორც არასდროს, ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხელების დაბანის პროცესს, რადგან კარგად აქვს გააზრებული სისუფთავის შენარჩუნების მნიშვნელობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 10-დან 1 პაციენტი ინფიცირდება სამედიცინო დახმარების მიღებისას, რის გამოც მნიშვნელოვანია ცოდნა, რომ ინფექციის ეფექტური პრევენცია და კონტროლი ამცირებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ინფექციებს მინიმუმ 30%-ით.

ინფექციების და პათოგენების გავრცელების პრევენციისათვის დაბინძურების (კონტამინაციის) კონტროლი წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ (მთავარ) საზრუნავს მრეწველობის მრავალ დარგში, მაგალითად როგორიცაა ცხოველთა ჯანმრთელობა, საკვები, სოფლის მეურნეობა, კოსმეტიკა, ტრანსპორტი და მრავალი სხვა.

ბიოციდური ზედაპირი არის მნიშვნელოვანი იარაღი, რადგან ისინი ანადგურებენ ან ინაქტივირებენ არასასურველ პათოგენებს, რითაც ხელს უწყობენ უფრო მეტად სუფთა გარემოს შექმნას. თუმცა ასეთი ზედაპირის მოქმედება შესაძლებელია ცვალებადობდეს, რაც იწვევს ეფექტური სახელმძღვანელოებისა და გამოცდის მეთოდების მიმართ საჭიროების გაჩენას, რათა უზრუნველყოს მათი მდგრადობა დაზიანების შემთხვევაში.

ახლად შექმნილი ISO ექსპერტთა კომიტეტი ISO / TC 330, ბიოციდური და ანტიმიკრობული თვისებების მქონე ზედაპირები, მიზნად ისახავს ასეთი შეუსაბამობების მოგვარებას საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული მოთხოვნებისა და მითითებების (სახელმძღვანელოების) შემუშავებით. მისი მიზანია ბიოციდური ქმედებებისა და ეფექტურობის მისაღწევად გამოცდის მეთოდების სტანდარტების  შემუშავება ნებისმიერ ზედაპირზე, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა და მათი თავსებადობა სხვადასხვა სადეზინფექციო და საწმენდ საშუალებებთან.

ISO / TC 330-ს თავმჯდომარეობს AFNOR, ISO-ს წევრი საფრანგეთში. მათ ვინ დაინტერესებულები არიან ტექნიკური კომიტეტის სამუშაოებში მონაწილეობით, უნდა დაუკავშირდენენ ISO–ს ეროვნულ წევრებს.

 

 

წყარო: www.iso.org