fbpx

სასურსათო პროდუქციის დასაწყობება (ზოგადი მითითებები)

სასურსათო პროდუქციის დასაწყობება (ზოგადი მითითებები)

სასურსათო პროდუქტის წარმოებისას მნიშვნელოვანია პროდუქციის მარაგების სწორად მართვა და მისი სათანადოდ დასაწყობება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი პროცესების მიმდინარეობა (კონტამინაცია, ფერმენტების გააქტიურება, სუნთქვის პროცესის გაძლიერება და ა.შ.). სურსათის უვნებლობაში აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შესაბამისად წარმოგიდგენთ ზოგად მითითებებს, რომლის დაცვაც აუცილებელია სასურსათო პროდუქციის დასაწყობებისას.

ზოგადი მითითებები

სურსათის სამაცივრო პირობებში შენახვისას მნიშვნელოვანია ზედმეტად არ გადატვირთოთ მაცივრის თაროები და ხშირად არ გამოაღოთ კარები, რადგან აღნიშნული საკითხი აძნელებს ტემპერატურის შენარჩუნებას მაცივრის შიგნით. ამასთან, თუ შესაძლებელია შეინახეთ უმი, ფრინველის და თევზის ხორცი დამუშავებული ან უკვე მზა სურსათისგან განცალკევებით, რათა თავიდან ავიცილოთ ჯვარედინი დაბინძურება (კონტამინაცია).

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ  ვერ ახერხებთ მოცემული წესის გათვალისწინებას / დაცვას, აღნიშნული საკვები შეინახეთ მოხარშული ან მზა საკვების ქვემოთ.

პროდუქტის ტემპერატურა საჭიროებს რეგულარულად შემოწმებას, რისთვისაც საჭიროა შიდა და გარე თერმომეტრების გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ:

  • საცავის თაროები განლაგდეს იატაკიდან და კედლიდან 15 სმ-ის დაშორებით, სათანადო ვენტილაციისა და დასუფთავების უზრუნველყოფის მიზნით
  • შეინახოთ საკვები სურსათისათვის განკუთვნილ ჭურჭელში (კონტეინერში)
  • გამოიყენოთ გამძლე, ჰერმეტული კონტეინერები
  • არასდროს გამოიყენოთ ცარიელი საკვები კონტეინერები ქიმიკატების შესანახად; არასოდეს ჩადოთ სურსათი ქიმიკატებისათვის განკუთვნილ ცარიელ ჭურჭელში (კონტეინერში)
  • მარაგების ქონისას, კონტეინერები განლაგდეს ქრონოლოგიურად, გამოყენების დროის მიხედვით.
  • მშრალ საწყობებში დასაშვები ტემპერატურა მერყეობს 10-21oC შორის, ფარდობითი ტენიანობით 50-60%.

საგნები უნდა ინახებოდეს თავდაპირველ შეფუთვაში. შეფუთვიდან ამოღების შემთხვევაში გადაიტანეთ იგი სუფთა, ტენიანობის მიმართ მდგრად მასალში ან მოათავსეთ სუფთა, სტერილურ ჭურჭელში, მჭიდრო სახურავით. ყველა შეფუთვა და კონტეინერი უნდა იყოს ეტიკეტირებული:

  • სურსათის დასახელება
  • მომზადების თარიღი
  • ვადის გასვლის თარიღი

კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით არასდროს შეინახოთ სურსათი შემდეგ სივრცეში:

  • გასახდელებში
  • საპირფარეშოებში ან ნაგვის ოთახებში
  • მექანიკურ ოთახებში
  • დაუცველი კანალიზაციის ან მჟონავი წყლის მილების ქვეშ
  • კიბეების ქვეშ