fbpx

ფეიერვერკის მოწყობისას უსაფრთხოების მანძილის განსაზღვრა

ფეიერვერკის მოწყობისას უსაფრთხოების მანძილის განსაზღვრა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დღითიდღე აქტუალური ხდება ფეიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

„უსაფრთხოების მანძილი“ ასე ეწოდება, იმ უმნიშვნელოვანეს  პარამეტრს, რომელიც ფეიერვერკის მოწყობისას, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, ყველა პოტენციური რისკის შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ ”უსაფრთხოების მანძილის” მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია იცვლება ქვეყნების ადგილობრივი რეგულაციების  მიხედვით. 

ISO 21583:2020 სტანდარტში მოცემულია მითითებები ფეიერვერკის მართებულად გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცოდნის/უნარჩვევების მქონე სპეციალისტთა ჯგუფის მიერ. სტანდარტი არ ვრცელდება თეატრალური მიზნებით, ფილმის გადაღების და ან სხვა ლოკაციაზე გამოყენებულ პიროტექნიკურ ნაწარმზე, ასევე I, II და III კატეგორიის ფეიერვერკებზე.

ISO 21583:2020 სტანდარტის მიხედვით უსაფრთხო მანძილის გამოთვლისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • პროდუქციის სამუშაო მახასიათებლები

პროდუქციის მახასიათებლებიდან უსაფრთხო მანძილის განსაზღვრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფეიერვერკის მოწყობისას მისი აფეთქების სიმაღლე. აფეთქების სიმაღლე დამოკიდებულია ფეიერვერკის სახეობასა და ზომაზე. რაც უფრო დიდია აფეთქების სიმაღლე, მით უფრო ფართო ზომით უსაფრთხო მანძილია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ფეიერვერკის ხმაურის დონე, ბუნება, ტიპი და ა.შ.

  • როდუქტის დამონტაჟების მეთოდები

ფეიერვერკის მოწყობის მიზნით პროდუქტი შესაძლებელია განთავსდეს ვერტიკალურად ან ირიბად. ირიბად დამონტაჟებისას უსაფრთხოების მანძილი უნდა გაიზარდოს სროლის მიმართულების შესაბამისად და შეიძლება შემცირდეს საპირისპირო მიმართულებით.

  • გარემო პირობები

გარემო პირობებიდან, ფეიერვერკის მოწყობისას გასათვალისწინებელია ქარის სიჩქარე და მიმართულება. უსაფრთხოების მანძილი ქარის მიმართულებით უნდა გაიზარდოს როგორც ქარის სიჩქარის, ასევე ფეიერვერკის ტიპისა და შესრულების შესაბამისად.

უსაფრთხოების მანძილი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია შემცირდეს რეალური პირობების შესაბამისად.

  • სხვა ფაქტორები

მხედველობის არეში უნდა იქნეს მიღებული დაცვის ზომები, კონსტრუქციები და ბუნებრივი გეომორფული გარემო. შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს უსაფრთხოების დისტანციები, სროლის რეალური პირობებიდან გამომდინარე.

ფეიერვერკის გასაშვებად ჩვენებაში მონაწილე პიროვნებები უნდა იყვნენ სპეციალურად მომზადებულები და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი, რასაც დაადასტურებენ ლიცენზიით (იმ ქვეყნებში, სადაც ამას ადგილობრივი რეგულაციები მოითხოვს).

ტერიტორია, სადაც იგეგმება ფეიერვერკის მოწყობა აუცილებელია იყოს თავისუფალი სივრცე, რომელიც შეირჩევა გაშვების ტრაექტორიის მიმართულებების და ფეიერვერკის ეფექტების გათვალისწინებით.

წყლის ფეიერვერკის მოწყობისას სასურველი ეფექტის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნას ტენისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

ფეიერვერკის შენობაში მოწყობისას, ადგილი უნდა იყოს სუფთა, ბრტყელი, კარგად ვენტილირებადი და აალებისგან დაცული.