fbpx

რეალური სამყაროს დაბრუნება განათლების ონლაინ რეჟიმზე

რეალური სამყაროს დაბრუნება განათლების ონლაინ რეჟიმზე

COVID-19-ის პანდემიურმა ვირუსმა შეცვალა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის განათლების მიღების ფორმა და დღესდღეისობით ონლაინ სწავლება იქცა ყოველდღიურ ნორმად. ინოვაციურმა ტექნოლოგიამ, ისეთი როგორიცაა ვირტუალური რეალობა (VR), შესაძლოა შეცვალოს ტრადიციული სწავლების პროცესი, იმის მოდელირებით რაც მოსწავლეებს სძენს რეალურ/ნამდვილ გამოცდილებას სამყაროში, მაგალითად სასკოლო ექსკურსიების მოდელირება.

ვირტუალური რეალობის გამოყენება, სწავლების მეთოდურ ფორმად, ბადებს ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს, მაგალითად: ფიზიკური დისკომფორტი მოსწავლეებში, მხედველობის პრობლემები, გაზრდილი ფოტომგრძნობელობა და მრავალი სხვა. ISO-მ ახლახანს გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები საგანმანათლებლო გარემოში ამ საკითხების გადასაჭრელად და ასეთი ტექნოლოგიების ეფექტურად, უსაფრთხოდ და სრული პოტენციალის გამოყენებით მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ვირტუალური რეალობის განვითარების სიჩქარის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სულ მალე ვირტუალური რეალობა გახდება ყოვლისმომცველი და ფართოდ გამოყენებადი იარაღი სწავლების სფეროში, ამიტომ აუცილებელია ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების წინასწარი გათვალისწინება.

რამდენადაც მოსალოდნელია ვირტუალური რეალობის მასობრივი დანერგვა სკოლებში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა. ISO/IEC TR 23842 უზრუნველყოფს აღნიშნული საკითხის მართებულად განხორციელებას პრაქტიკაში.

ISO/IEC TR 23842 ინფრომაციული ტექნოლოგია სწავლების, განათლებისა და მომზადების საკითხებში - ვირტუალური რეალობის სახელმძღვანელო მითითებები ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით:

ნაწილი 1: რეკომენდაციები ვირტუალური რეალობის კონტენტის/შინაარსის გამოყენებისას, დაწვრილებით აღწერს თუ რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა VR კონტენტის გამოყენებისას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება და კადრების მომზადება, რათა უფრო მკაფიო საზღვრები დადგინდეს რეალურსა და ვირტუალურ სამყაროს შორის და დაეხმაროს სტუდენტებს ამ ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენებაში.

ნაწილი 2: ვირტუაური რეალობის კონტენტის შემუშავებისათვის განკუთვნილი მითითებები/რეკომენდაციები კონტენტის შემქმნელებს დაეხმარება გაამახვილონ ყურადღება ჯანმრთელობასთან და სწავლებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია პროდუქტის შექმნისას.

ვირტუალურის რეალობისგან გარჩევის უუნარობამ, შესაძლებელია მიგვიყვანოს სოციალურ პრობლემებთან, ისეთი როგორიცაა გატვირთვის სინდრომი (reset syndrome), როდესაც მომხმარებელი რეალობას აღიქვამს არაადეკვატურად, რამდენადაც იგი ფიქრობს, რომ კვლავინდებურად იმყოფება ვირტუალურ სამყაროში.

ISO / IEC TR 23842 1 და 2 ნაწილები შეიქმნა ISO / IEC STK 1 / SC 36 სწავლების, განათლებისა და კადრების მომზადების ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის, ერთობლივად ISO ტექნიკური ქვეკომიტეტისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) მიერ. მისი სამდივნო მდებარეობს KATS– ში.

 

წყარო: www.iso.org