fbpx

ISO 37001 მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები

ISO 37001 მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები

მექრთამეობა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული და კომპლექსური პრობლემაა. მიუხედავად მასთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო მცდელობებისა, ის კვლავ ფართო მასშტაბს იკავებს.

ინსტიტუციონალური ცვლილებები და ორგანიზაციების შიგნით ქრთამის აღების საწინააღმდეგო კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ავსებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გატარებულ ზომებს.

რას წარმოადგენს მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემა?

მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემა მიზნად ისახავს ორგანიზაციაში ქრთამის აღების საწინააღმდეგო კულტურის დანერგვას და შესაბამისი კონტროლის განხორციელებას, რაც თავის მხრივ ზრდის მოსყიდვის გამოვლენის შანსს და ამცირებს შემთხვევათა რაოდენობას. ISO 37001, მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები - შეიძლება დაინერგოს დამოუკიდებლად, ან ინტეგრირდეს მართვის საერთო სისტემებთან.

ISO 37001 მოიცავს საჯარო, კერძო და არაკომერციულ სექტორს, მათ შორის ორგანიზაციის ან მისი თანამშრომლების მხრიდან მექრთამეობას, მესამე მხარის მხრიდან მიღებულ ან გაცემულ ქრთამს. მოსყიდვა შეიძლება განხორციელდეს ყველგან და შეიძლება მოიცავდეს როგორც ფინანსურ ისე არაფინანსურ სარგებელს.

ISO 37001-ის ძირითადი კომპონენტები:

  • მექრთამეობის საწინააღმდეგო პოლიტიკა
  • მექრთამეობასთან დაკავშირებული რისკის განსაზღვრა
  • თანამშრომლების აყვანამდე შემოწმება
  • მესამე მხარის კომპლექსური შემოწმება
  • მოვალეობათა განაწილება (სეგრეგაცია)
  • სატენდერო პროცესი ხელშეკრულებების გაცემისათვის
  • ქრთამის აღების საწინააღმდეგო საქმიანობა
  • მიმდინარე სატრენინგო კამპანიები
  • აუდიტორების მონაცვლეობა
  • დამოუკიდებელი გამოძიება
  • პოლიტიკური და საქველმოქმედო შემოწირულობები
  • ნაღდი ფულის შეზღუდული გამოყენება

ვის შეუძლია ISO 37001-ის დანერგვა?

ISO 37001-ის მოთხოვნები ზოგადია და მისი დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას (ორგანიზაციის ნაწილებს), განურჩევლად ტიპის, ზომისა და საქმიანობის ხასიათისა, იქნება ეს საჯარო, კერძო თუ არაკომერციული სექტორი. იგი მოიცავს სახელმწიფო საწარმოებს, მსხვილ ორგანიზაციებს, მცირე და საშუალო ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ISO 37001-თან შესაბამისობაში მყოფი ორგანიზაციების სარგებელი:

  • ISO 37001-ის სერთიფიკატზე უფლების მიღება ორგანიზაციას გამოარჩევს კონკურენტებისგან
  • ხაზს უსვამს რომ ორგანიზაცია ნაბიჯებს დგამს მექრთამეობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, რაც ზრდის კომპანიის მიმართ სანდოობას ინვესტორების, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე
  • ხელს უწყობს ეთიკურ ბიზნეს კულტურას და იცავს კომპანიას, აქტივებს, აქციონერებსა და დირექტორებს მოსყიდვის / მექრთამეობის რისკებისგან