fbpx

ISO/PAS 45005:2020 - ზოგადი მითითებები პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ მუშაობისათვის

ISO/PAS 45005:2020 – ზოგადი მითითებები პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ მუშაობისათვის

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ორგანიზაციებისა და პერსონალისათვის COVID-19-ის პირობებში გაზრდილი რისკების სწორად სამართავად და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კარგად ყოფნის დასაცავად.

აღნიშნული დოკუმენტი ვრცელდება ნებისმიერი (ყველა) ზომისა და დარგის ორგანიზაციაზე, მათ შორის, რომლებიც:

  • აგრძელებდნენ მუშაობას მთელი პანდემიის პერიოდში;
  • ანახლებენ ან გეგმავენ განაახლონ სამუშაო სრული ან ნაწილობრივი დახურვის შემდგომ;
  • განმეორებით იკავებენ სამუშაო ადგილს, რომელიც იყო სრულად ან ნაწილობრივ დახურული;
  • ახლები არიან (ბაზარზე) და პირველად გეგმავენ საქმიანობის დაწყებას.

დოკუმენტში ასევე მოცემულია მითითებები ყველა ტიპის თანამშრომლის/პერსონალისა (მაგ. ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალი, გარე პროვაიდერების თანამშრომლები, კონტრაქტორები, თვითდასაქმებული პირები, სააგენტოს თანამშრომლები, ხანდაზმული პერსონალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პერსონალი) და სხვა დაინტერესებული მხარეების (მაგალითად, სამუშაო ადგილის სტუმრები, საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით) დაცვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ დოკუმენტში ასახული მითითებების განხორციელებით ორგანიზაცია შეძლებს:

  • ეფექტური ქმედებების განხორციელებას თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დასაცავად COVID-19-თან დაკავშირებული რისკებისაგან;
  • მოახდინოს დემონსტრირება, რომ COVID-19-თან დაკავშირებული რისკების მართვას ახდენს სისტემური მიდგომით;
  • შექმნას ეფექტური და დროული საფუძველი ცვალებად სიტუაციაზე ადაპტაციისათვის.

ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ ISO 45001-ს შეუძლიათ აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საკუთარი OH&S (შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა) მართვის სისტემის ინფორმირებისათვის, შესაბამისი მუხლების/პუნქტების დაგეგმვა-კეთება-შემოწმება-მოქმედება ციკლთან დაკავშირებით, ისე როგორც მოცემულია ქვევით. პროცესზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება ხელს უწყობს/ ამარტივებს რესურსებისა და ძალისხმევის კოორდინაციას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია COVID-19-ის მართვისას.

  • დაგეგმვა: დაგეგმეთ თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ორგანიზაციამ უსაფრთხოდ იმუშაოს (მუხლი 4-დან 8-მდე)
  • კეთება: გააკეთე ის, რაც ორგანიზაციამ დაგეგმა (მუხლი 9-დან 12-მდე)
  • შემოწმება: შეამოწმე თუ რამდენად კარგად მუშაობს იგი (მუხლი 13)
  • მოქმედება: გადაჭერი პრობლემები და მოიძიე ორგანიზაციის ამჟამინდელი საქმიანობის გასაუმჯობესებელი გზები (მუხლი 14)