fbpx

ისო - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

ისო – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

ორგანიზაციის ტიპი: სტანდარტების შემმუშავებელი კერძო ორგანიზაცია

სამოქმედო წესდება: ISO წესდება, www.iso.org/iso/statutes.pdf

დაფუძნების წელი: 1947 წელი

სათაო ოფისი: ჟენევა, შვეიცარია

საქმიანობის ტიპი: ტექნიკური სტანდარტების დადგენა

საქმიანობის სფერო: ISO მოიცავს თითქმის ყველა ინდუსტრიას  -  ტექნოლოგია, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა და ა.შ.

წევრობა: 121 სრული წევრი, 40 კორესპონდენტი წევრი, 4 გამომწერი

ვებგვერდი: www.iso.org

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საერთაშორისო ორგანიზაციული გაერთიანება - სტანდარტიზაციის სართაშორისო ორგანიზაციაა. 1946 წელს მსოფლიოს 25 ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ ლონდონში, რათა განეხილათ ინდუსტრიული სტანდარტების უნიფიკაციის  და მათი საერთაშორისო კოორდინაციის გაადვილების საკითხები. სწორედ,  ამ შეკრებამ ჩაუყარა საფუძველი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ისო-ს დაარსებას (ISO – International Organization for Standardization).

ოფიცილაურად ისო მოქმედებს 1947 წლის 23 თებერვლიდან. იგი წარმოეადგენს  არასამთავრობო ორგანიზაციას და მასში გაერთიანებულია 165 ქვეყანა. ისო-ს სამუშაო ენებია ინგლისური, რუსული, ფრანგული.

ისო-ს მიზანი ფორმულირებულია ამ ორგანიზაციის წესდებაში შემდეგნაირად: „ხელი შეუწყოს სტანდარტიზაციის განვითარებას მთელს მსოფლიოში, იმისთვის, რომ გამარტივდეს საქონლის საერთაშორისო გაცვლა და განვითარდეს ურთიერთთანამშრომლობა ინტელექტუალური, სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური მოღვაწეობის სფეროში“.

ისო-ს სტანდარტის გამოყენების უპირატესობები: 

  • კლიენტისათვის - ზრდის მომწოდებელთა კონკურენტუნარიანობას და ხარისხიანი არჩვენის შესაძლებლობას ქმნის;
  • ხელისუფლებისათვის - ხელს უწყობს, კანონით გაწერილი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის პრინციპების კერძო საბაზრო ეკონოკურ ურთიერთობებში გავრცელებას / ეფექტურ დაცვას;
  • ვაჭრობისათვის - ხსნის ბარიერს ვაჭრობაში, აწესებს გარკვეულ სტანდარტებს საერთაშორისო ბაზარზე და გამოიყენება როგორც ტექნიკური საშუალება, რომლითაც პრაქტიკულად რეალიზდება პოლიტიკური სავაჭრო შეთანხმებები;
  • განვითარებადი ქვეყნებისათვის - საშუალებას აძლევს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ინვესტირების პროცესში, წარმოადგენს მათთვის ტექნოლოგიური „ნოუ-ჰაუ“-ს წყაროს.
  • მომხმარებლისათვის - სტანდარტებთან შესაბამისობა სარწმუნოს ხდის ხარისხს, უსაფრთხოებას და საიმედოობას.
  • საზოგადოებისათვის - ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. გვიქმნის სანდოობას, რომ ტრანსპორტი, მანქანები და ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ჩვენ მოვიხმართ, უსაფრთხოა;
  • პლანეტისათვის  - განსაზღვრავს ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხს, გამოფრქვეული გაზებისა და რადიაციის დონეს, შესაბამისად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

დადგენილია ისო-ში წევრობის სამი სახე:

წევრ-კომიტეტები - სტანდარტიზაციის დარგში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოები (ერთი ორგანო ერთი ქვეყნიდან). ხმის მიცემისას მათ აქვთ ერთი ხმა.

წევრ-კორესპონდენტები - ქვეყნები, რომელთა საქმიანობა ეროვნული სტანდარტიზაციის სფეროში არაა სრულად განვითარებული. მათი შენატანი მინიმალურია, რომლის ხარჯზეც მიეწოდებათ გამოცემული საერთაშორისო სტანდარტები და სხვა საინფორმაციო გამოცემები. ისინი არ მონაწილეობენ ტექნიკურ სამუშაოებში, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ ინფორმირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. საქართველო წარმოადგენს წევრ-კორესპონდენტ ქვეყანას.

წევრ-გამომწერები - ქვეყნები, რომელთაც აქვთ მცირე ეკონომიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა კონტაქტი აქვთ ისო-სთან.

ისო-ს მართველობის სტრუქტურა

ისო-ს სტანდარტები ნებაყოფლობითია -  ყველა ქვეყანას აქვს უფლება გამოიყენოს ისინი მთლიანად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ გამოიყენოს. მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში მეწარმეები პროდუქციის მაღალი კონკურენტუანარიანობის შესანარჩუნებლად იცავენ ისო-ს სტანდარტების მოთხოვნებს.