fbpx

მაკორექტირებელი ქმედებები (დახურული სისტემა)

მაკორექტირებელი ქმედებები (დახურული სისტემა)

კომპანიის ქმედითუნარიანობის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებული თუ პოტენციური პრობლემების / შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა ან მინიმუმამდე დაყვანა.

აღნიშნული მიზნით ისო-ს მიერ შემოღებულია მაკორექტირებელი ქმედებების პროცესები, რომლის გატარება მოიცავს 5 ეტაპს (ზოგადი).

  • მაკორექტირებელი ქმედებების პროცესი წარმოადგენს იმ საბაზისო პროცესს, რომელიც შეხებაშია კომპანიის მართვის სისტემის ყოველ საკონტროლო წერტილთან და როგორც წესი გულისხმობს უკვე არსებული შეუსაბამობის გამოვლენის, აღმოფხვრისა თუ მის მინიმუმამდე დაყვანის გზებს.

I ეტაპი - შეუსაბამობების გამოვლენა (იდენტიფიკაცია)

შეუსაბამობა - გადახრა კონკრეტული პროცედურიდან, სტანდარტიდან, მითითებული პროცესიდან ან სისტემური მოთხოვნიდან.

მაკორექტირებელი ქმედებების პროცესის დანერგვისას აუცილებელია ყველა იმ შეუსაბამობის გამოვლენა, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს კომპანიის საქმიანობაზე.

აუცილებელია განისაზღვროს მართვის სისტემაზე გავლენის პოტენციური სიმძიმე, რადგან შეუსაბამობის სათანადოდ გააზრება გვეხმარება მაკორექტირებელი ქმედებების გეგმის შედგენისას სათანადო პროცედურებისა და ქმედებების შემუშავებაში.

II ეტაპი - მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავება (შემოღება)

როდესაც ადგილი აქვს დასახული მიზნიდან გადახვევას - შეუსაბამობას, აუცილებელია მაკორექტირებელი ქმედებების შემოღება.

ნებისმიერი შემუშავებული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს პრობლემასთან დაკავშირებულ თითოეულ პროცესს და გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი გავლენა პროდუქტის მოთხოვნების შესაბამისობისა და მართვის სისტემის ეფექტურობის კუთხით.

III ეტაპი - მაკორექტირებელ ქმედებებზე რეაგირება

მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავების (შემოღება) შემდგომ, საჭიროა მრავალფუნქციური გუნდის ჩამოყალიბება, მოვლენებზე ეფექტური რეაგირებისა და (პოტენციური) პრობლემების მკაფიოდ გამოვლენის მიზნით.

გუნდის წევრები დეტალურად ეცნობიან ინფორმაციას, რომლითაც დასტურდება პრობლემის არსებობა, დეტალურ აღწერენ მას და საზღვრავენ შემდგომში სამოქმედო გეგმას სირთულისა და პოტენციური რისკების გათვალისწინებით.

IV ეტაპი - გამომწვევი მიზეზის გამოვლენა

მოცემულ ეტაპზე ხდება პრობლემის ფორმულირება, რომელიც წარმოადგენს მკაფიო ლაკონურ აღწერილობას იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებასაც საჭიროებს შეკრებილი გუნდი.

გუნდის წევრები დეტალურად იკვლევენ იმ გარემოებებს, რომელმაც გამოიწვია შეუსაბამობის წარმოქმნა, მათი გამომწვევი მიზეზის ანალიზის გზით.

შეუსაბამობის (პრობლემის) გამომწვევი მიზეზის გამოვლენა და მისი აღმოფხვრა ერთადერთი გზაა პრობლემის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

V ეტაპი - გადაწყვეტილების გატარება

აღნიშნულ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომ სამოქმედო გეგმაში აღწერილი ყველა საჭირო ამოცანა ინიცირებულია, დასრულებულია და დოკუმენტირებულია.