fbpx

სახიფათო საპნის დისპენსერი

სახიფათო საპნის  დისპენსერი

მრავალჯერადი გამოყენების თხევადი საპნის დისპენსერები, ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი კვების საწარმოებსა და ვიზიტორთა საპირფარეშოებში.

რატომ არ არის ეფექტური და ხშირად საშიშიც კი

მრავალჯერადი გამოყენების დისპენსერი დროთა განმავლობაში ბაქტერიულად ბინძურდება  (კონტამინირდება), რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და თანამშრომლებმა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დაბინძურებული დისპენსერებიდან საპნით ხელების დაბანვის შემთხვევაში ბაქტერიების რაოდენობა და დაბინძურების ხარისხი გაიზარდა 26-ჯერ.

თუ წარმოებაში გამოიყენება დისპენსერები, სადაც რეგულარულად მიმდინარეობს საპნის დამატება, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

  1. არ დაამატოთ თხევადი საპონი ნაწილობრივ შევსებულ დისპენსერს
  2. აუცილებელია დისპენსერის დაცლა
  3. გარეცხვა
  4. გაშრობა
  5. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი შევსება საპნით

ხელის დასაბანად რეკომენდებულია ერთჯერად კარტრიჯიანი თხევადი საპნის გამოყენება. აღნიშნული მოწყობილობა კარტრიჯის (კონტეინერის) დაცლის შემდგომ საშუალებას იძლევა ჩანაცვლდეს ახალი, თხევადი საპნით სავსე კარტრიჯით (კონტეინერით). ამასთან, ერთჯერად კარტრიჯიანი დისპენსერები უფრო უსაფრთხო და ჰიგიენურია, რაც თავისთავად ამცირებს ბაქტერიული დაბინძურების რისკს.