fbpx

დისტანციური აუდიტი

დისტანციური აუდიტი

მსოფლიოში შექმნილი გლობალური პანდემიური მდგომარეობა აგრძელებს საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდებული ცხოვრების წესის შეცვლას. არ დარჩენილა სავაჭრო ბაზარი, ქალაქი თუ პიროვნება, რომელმაც გარკვეულწილად მაინც არ იგრძნო მისი გავლენა საკუთარ თავზე. 

COVID-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და სწრაფად გადაიყვანა საზოგადოება ცხოვრების ახალ რიტმზე (ნორმაზე), რაც ითვალისწინებს სოციალურ დისტანცირებას, საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარებას და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლას.

ზოგიერთი კომპანია ნერგავს საკადრო შეზღუდვებს, ამცირებს ოპერაციების მასშტაბს და გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

ამიტომ ასეთ რთულ პერიოდში ISO-ს პროფესიონალებს მოუწიათ აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებათა სერიის შეთავაზება კომპანიებისათვის.

ორგანიზაციებს მუდმივ რეჟიმში შეაქვთ გარკვეული ცვლილებები მათ სამუშაო რეჟიმში, COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად.

ბაზრის ასეთი გაურკვევლობა და ცვალებადობა იწვევს მომხმარებლის ნდობის საერთო მაჩვენებლის ვარდნას. ეს კი ნიშნავს, რომ ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კარგი რეპუტაციის დასამკვიდრებლად და არსებულ თუ ახალ მომხმარებლში სანდოობის მოსაპოვებლად/დასანერგად, უხდებათ დამატებითი ძალისხმევის გაწევა რეპუტაციის შესანარჩუნებლად.

მიწოდების ჯაჭვის დარღვევისა და გლობალური პანდემიის შედეგად წარმოქნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მომხმარებელსა და დაინტერესებულ მხარეებს ესაჭიროებათ  სრულად იყვნენ დარწმუნებულნი იმ საქმიან ურთიერთობაში, რომელსაც ისინი აყალიბებენ.

ISO-ს სერტიფიკატის მიღება წარმოადგენს სიგნალს როგორც მომხმარებლისათვის, ისევე საქმიანი პარტნიორებისათვის, რომ კომპანია იმსახურებს ნდობას და ისწრაფვის ხარისხის მაქსიმალური უზრუნველყოფისაკენ.

კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ სერტიფიცირების გასავლელად მესამე მხარის აუდიტის ჩატარება, ხელმისაწვდომია დისტანციური აუდიტი. არსებობს დისტანციურად აუდიტის ჩატარების რამდენიმე გზა.

პირველი - ესაა 100%-ით დისტანციური აუდიტი.

ობიექტის პირადი მონახულებისა და პირისპირ გასაუბრების ნაცვლად, ინტერვიუ მიმდინარეობს ვიდეო კონფერენციის მეშვეობით, ხოლო დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს ფაილების გადაგზავნით და არა საქაღალდე ასლების ნახვით.

ალტერნატივა - ესაა გარკვეულწილად შერეული მიდგომა. ნაწილობრივ დისტანციური და ნაწილობრივ ადგილზე მიმდინარეობით. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ან ეტაპობრივი აუდიტის ჩატარების ან ორი აუდიტორის დახმარების გზით, როდესაც ერთი მათგანი მუშაობს დისტანციურად,  ხოლო მეორე - ადგილზე.

ნებისმიერ შემთხვევაში იგი უზრუნველყოფს დიდ მოქნილობას ცალკეული კომპანიების მოთხოვნილებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფს პრობლემის გადაჭრას იმ პროცესებსა და პროცედურებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პირადად შესწავლით ან გაცნობით.

დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, კომპანიას საშუალებას აძლევს დაიცვას სოციალური დისტანცია, ISO სერტიფიკატის შენარჩუნების პარალელურად, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოს მომხმარებელთა ნდობისა და ხარისხის შენარჩუნებას.