fbpx

საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემები (ISO 21001:2018)

საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემები (ISO 21001:2018)

ISO 21001:2018 სტანდარტი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროდუქტისა და მომსახურების გამწევი ორგანიზაციებისათვის და ადგენს მართვის საერთო ინსტრუმენტებს მოსწავლეებისა / სტუდენტებისა და სხვა ბენეფიციარების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით.

რატომ უნდა დანერგო 21001:2018 ?

  • მიზნებისა და საქმიანობის პოლიტიკასთან უკეთესი შესაბამისობა;
  • გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა ყველასთვის ხარისხიანი ინკლუზიური და სამართლიანი განათლების უზრუნველსაყოფად;
  • მეტად პერსონალური (ინდივიდუალური) სწავლება და ეფექტური პასუხი (რეაგირება) ყველა მოსწავლისათვის, განსაკუთრებით დისტანციური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • პროცესებისა და შეფასების ინსტრუმენტების თანმიმდევრულობა ეფექტურობისა და ეფექტიანობის დემონსტრირების / გაზრდის მიზნით;
  • ორგანიზაციის მიმართ გაზრდილი ნდობა;
  • საგანმანათლებლო ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას აჩვენონ თავიანთი ვალდებულება ხარისხის ეფექტური მართვის პრაქტიკისადმი;
  • ორგანიზაციის გაუმჯობესების კულტურა;
  • რეგიონალური, ეროვნული, საჯარო და საკუთრების სტანდარტების ჰარმონიზაცია საერთაშორისო ჩარჩოებში;
  • დაინტერესებული მხარეების მეტად ჩართულობა;
  • მაღალი ხარისხისა და ინოვაციების სტიმულირება.

ISO 21001:2018-ის პრინციპებია:

  • ფოკუსირება მოსწავლეებსა / სტუდენტებსა და სხვა ბენეფიციარებზე;
  • მიზანმიმართული სწავლება - მოსწავლეების / სტუდენტების აქტიური ჩართულობა სწავლების პროცესში, რომლის დროსაც ორგანიზაციები, მოსწავლეები, ინსტრუქციები და დაინტერესებული მხარეები მეტად ორიენტირებულები არიან თითოეული მოსწავლის (სტუდენტის) წარმატებაზე;
  • შორსმჭვრეტი ლიდერობა - გულისხმობს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას ორგანიზაციის მისიის, ხედვისა და მიზნების შექმნის, ფორმირებისა და განხორციელების პროცესში;
  • ხალხის ჩართულობა;
  • პროცესის მიდგომა;
  • გაუმჯობესება;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები;
  • ურთიერთობების მართვა;
  • საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა;
  • ხელმისაწვდომობა და სამართლიანობა;
  • ეთიკური ქცევა;
  • მონაცემთა უსაფრთხოება და დაცვა;