fbpx

ISO 21401:2018 - ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურება

ISO 21401:2018 – ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურება

ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სწრაფად მზარდ სექტორს. მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად  მილიარდობით ადამიანი მოგზაურობს. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (United Nations World Tourism Organization - UNWTO) ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის (ტურისტების რაოდენობის) 3.3%-იანი წლიური ზრდა.

ტურიზმის ინდუსტრიის მზარდი ტემპი არაპირდაპირი გზით ხელს უწყობს  ქვეყნებსა და კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და მშვიდობის დამყარებას / განმტკიცებას, მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციას.

გლობალურად ტურისტულ ბაზარზე ერთ – ერთი უდიდესი მოთამაშეა ინდივიდუალური და კოლექტიური საცხოვრებელი ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ უზარმაზარი პოტენციური გავლენა ტურიზმის ინდუსტრიის მდგრად განვითარებაზე.

მთელ მსოფლიოში ტუროპერატორების ან სხვა კომერციული ინტერესის მქონე ორგანიზაციების მიერ შემუშავებულია უამრავი ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამა, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლო დრომდე არ არსებობდა ტურისტულ საცხოვრებელ ობიექტებთან დაკავშირებით (ნამდვილად) მიუკერძოებელი საერთაშორისო სტანდარტი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა საერთაშორისო სახელმძღვანელო ტურისტული საცხოვრებელი ობიექტებისთვის - „ISO 21401:2018 - ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურება - საცხოვრებლის მოწყობის მდგრადი მენეჯმენტის სისტემა - მოთხოვნები“.

ტურისტული საცხოვრებელი ობიექტი ტურიზმის ბიზნესის ცენტრალური ელემენტია, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის სექტორის გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესების, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ადგილობრივი ეკონომიკის პოზიტიური განვითარების თვალსაზრისით.

ISO 214011:2018 სტანდარტით განისაზღვრება ტურისტულ საცხოვრებელ ობიექტებში  მდგრადი განვითარების სისტემის დანერგვისათვის საჭირო ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნები.  სტანდარტის მიხედვით დღის წესრიგში დგას შემდეგი საკითხები:

  • ადამიანის უფლებები
  • თანამშრომელთა / სტუმრების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხები
  • გარემოს დაცვა
  • წყლისა და ენერგიის მოხმარება
  • ნარჩენების წარმოქმნა
  • ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება

ISO 21401:2018 სტანდარტი:

  • მკაფიო მითითებებს აძლევს ბაზრის მონაწილეებს
  • გამოიყენება ყველა ტიპის საცხოვრებლისთვის
  • შეიძლება იყოს მდგრადი მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

ISO 21401:2018 სტანდარტის დანერგვით მესაკუთრე იღებს შესაძლებლობას:

  • დაადასტუროს საკუთარი ბიზნესის მდგრადობა
  • აამაღლოს მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების ხარისხი
  • გაზარდოს კომპანიის მიმართ საზოგადოების სანდოობა და რეპუტაცია
  • გააუმჯობესოს ურთიერთობები მომხმარებლებს, პარტნიორებს, თანამშრომლებსა თუ ადგილობრივ საზოგადოებას შორის

ISO 21401:2018 სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის/ობიექტისთვის, იქნება ეს დიდი თუ მცირე ზომის ბიზნესი. სტანდარტით სარგებლობა შეუძლიათ სასტუმროებს, ჰოსტელებს და სხვა ტიპის ტურისტულ საცხოვრებელ ობიექტებს.