fbpx

შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქცია მოვალეობა

   შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობა

,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის“ მოვალეობაა გამოავლინოს ყველა საფრთხე დროულად, შეაფასოს რისკი და დანერგოს რისკის კონტროლის მექანიზმები. ასევე, შექმნას შრომის უსაფრთხოების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმნძღვანელოს კომპანიამ.

მისი ფუნქციაა შრომის უსაფრთხოების სისტემაში ჩართოს თითოეული თანამშრომელი და გაანაწილოს მოვალეობები ისე, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს კომპანიაში. ასევე გამოვლენილი რისკების საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ინსტრუქტაჟები და სწავლება, რომელთა მიხედვითაც გაიზრდება დასაქმებულების ცნობიერება. ასევე, აწვდის შესაბამის ინფორმაციას, რაც მათ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

შროპმის უსაფრთხოების მენეჯერის მოვალება :

  • უსაფრთხოების რისკების შეფასება:

- საფრთხეების დაფიქსირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის, მატერიალური ქონების დაზიანება და გარემოს დაბინძურება.

- საფრთხის ალბათობის დადგენა.

- რისკის საბოლოო დონის განსაზღვრა.

- რისკების შეფასების შედეგებზე თანამშრომელთა ინფორმირება.

 

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა:

- რისკების შეფასება

- ინდივიდუალური დაცვის საშვალებების დადგენა სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით

- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების, მოვლისა და შენახვის კრიტერიუმების კონტროლი

- თანამშრომლების სწავლების უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, მოვლის და შენახვის შესახებ.

- ვიზიტორების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების კონტროლი

 

  • საგანგებო სიტუაციების მართვა:

- საგანგებო სიტუაციების, ავარიების შეტყობინების სისტემის შერჩევა

- თანამშრომლების ინფორმირება საგანგებო სიტუაციების დროს საკონტაქტო პირების შესახებ.

- საევაკუაციო გეგმის შედგენა.

- საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის კოორდინაცია.

- თანამშრომლების სწავლების უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.