ორგანიზაციის ტიპი: სტანდარტების შემმუშავებელი კერძო ორგანიზაცია სამოქმედო წესდება: ISO წესდება, www.iso.org/iso/statutes.pdf დაფუძნების წელი: 1947 წელი სათაო ოფისი: ჟენევა, შვეიცარია საქმიანობის ტიპი: ტექნიკური სტანდარტების დადგენა |
საქმიანობის სფერო: ISO მოიცავს თითქმის ყველა ინდუსტრიას - ტექნოლოგია, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა და ა.შ. წევრობა: 121 სრული წევრი, 40 კორესპონდენტი წევრი, 4 გამომწერი ვებგვერდი: www.iso.org |
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საერთაშორისო ორგანიზაციული გაერთიანება - სტანდარტიზაციის სართაშორისო ორგანიზაციაა. 1946 წელს მსოფლიოს 25 ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ ლონდონში, რათა განეხილათ ინდუსტრიული სტანდარტების უნიფიკაციის და მათი საერთაშორისო კოორდინაციის გაადვილების საკითხები. სწორედ, ამ შეკრებამ ჩაუყარა საფუძველი სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ისო-ს დაარსებას (ISO – International Organization for Standardization).
ოფიცილაურად ისო მოქმედებს 1947 წლის 23 თებერვლიდან. იგი წარმოეადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას და მასში გაერთიანებულია 165 ქვეყანა. ისო-ს სამუშაო ენებია ინგლისური, რუსული, ფრანგული.
ისო-ს მიზანი ფორმულირებულია ამ ორგანიზაციის წესდებაში შემდეგნაირად: „ხელი შეუწყოს სტანდარტიზაციის განვითარებას მთელს მსოფლიოში, იმისთვის, რომ გამარტივდეს საქონლის საერთაშორისო გაცვლა და განვითარდეს ურთიერთთანამშრომლობა ინტელექტუალური, სამეცნიერო, ტექნიკური და ეკონომიკური მოღვაწეობის სფეროში“.
ისო-ს სტანდარტის გამოყენების უპირატესობები:
დადგენილია ისო-ში წევრობის სამი სახე:
წევრ-კომიტეტები - სტანდარტიზაციის დარგში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოები (ერთი ორგანო ერთი ქვეყნიდან). ხმის მიცემისას მათ აქვთ ერთი ხმა.
წევრ-კორესპონდენტები - ქვეყნები, რომელთა საქმიანობა ეროვნული სტანდარტიზაციის სფეროში არაა სრულად განვითარებული. მათი შენატანი მინიმალურია, რომლის ხარჯზეც მიეწოდებათ გამოცემული საერთაშორისო სტანდარტები და სხვა საინფორმაციო გამოცემები. ისინი არ მონაწილეობენ ტექნიკურ სამუშაოებში, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ ინფორმირებული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. საქართველო წარმოადგენს წევრ-კორესპონდენტ ქვეყანას.
წევრ-გამომწერები - ქვეყნები, რომელთაც აქვთ მცირე ეკონომიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა კონტაქტი აქვთ ისო-სთან.
ისო-ს მართველობის სტრუქტურა
ისო-ს სტანდარტები ნებაყოფლობითია - ყველა ქვეყანას აქვს უფლება გამოიყენოს ისინი მთლიანად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ გამოიყენოს. მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში მეწარმეები პროდუქციის მაღალი კონკურენტუანარიანობის შესანარჩუნებლად იცავენ ისო-ს სტანდარტების მოთხოვნებს.