fbpx

ISO სერტიფიცირების პროცესის ხანგრძლივობა

ISO სერტიფიცირების პროცესის ხანგრძლივობა

ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც საზოგადოებას (მომხმარებელს, კლიენტს) ISO-ს სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ებადება, ეხება ISO სერტიფიკატის მოპოვებისათვის აუცილებელი დროის ხანგრძლივობას. 

რა დრო სჭირდება ISO- სერტიფიცირების პროცესს?

შეიძლება ითქვას, რომ არსებულ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სერტიფიცირების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მრავალ ასპექტზე. საჭიროა ორგანიზაციამ უზრუნველყოს ისო-ს სტანდარტების სწორი და თანმიმდევრული დანერგვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების დაჩქარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მართვის სისტემის სასიცოცხლო ციკლის გვიან ეტაპზე პრობლემების წარმოჩენა.

წარმოგიდგენთ ზოგიერთი იმ ფაქტორის ჩამონათვალს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სერტიფიცირების პროცესის ხანგრძლივობაზე:

  • სისტემის სირთულე / მოქმედების სფერო

ISO სტანდარტები შემუშავებულია ისეთი სახით, რომ მისი დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი სახისა და ზომის ორგანიზაციაში. სწორედ,  საწარმოს / კომპანიის საქმიანობის დარგისა და თავისებურებების გათვალისწინებით, დგება სტანდარტიზაციისათვის ჩასატარებელ სამუშაოთა განრიგი.   

  • ადგილმდებარეობის რაოდენობა

ორგანიზაციის სამუშო ადგილმდებარეობათა რაოდენობა, რომელიც შედის სერტიფიცირების მოქმედების სფეროში დაკვირვებით უნდა განიხილებოდეს, რადგან რაც მეტია მათი ოდენობა, მით უფრო ხანგრძლივ დროს საჭიროებს პროცესის დასრულება.  

  • შიდა რესურსი

მნიშვნელოვანია თუ თანამშომლების მიერ კვირაში რა დროა გამოყოფილი ხარისხის მართვის სისტემის დასანერგად

  • საკონსულტაციო ბიუჯეტი

საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება ემყარება პროცესის ხანგრძლივობას

  • მასერტიფიცირებელი ორგანოს ხელმისაწვდომობა

ჩვეულებრივ, მასერტიფიცირებელი ორგანოები შეისწავლიან დაახლოებით 3 თვის ვადით ორგანიზაციის შესახებ ჩანაწერებს, რათა ნათლად გამოჩნდეს მართვის სისტემის დანერგვის ეფექტურობა

თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ ორგანიზაციის სერტიფიცირების ხანგრძლივობის მაჩვენებლის ვარირებას დროში, ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით:

თანამშრომელთა რაოდენობა

სერტიფიცირების პროცესის ხანგრძლივობა (თვე)

>10

>3

>50

3-6

>200

6-10

200 და მეტი

10-20