პროფესიული რისკების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რას ემსახურება აღნიშნული პროცესი.
რისკების შეფასება ტარდება ბიზნესში იურიდიული, ფინანსური და მატერიალური ზარალის შემცირების მიზნით - კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად.
რისკების შეფასების ზოგადი საფეხურები გულისხმობს:
მთავარი მეთოდური და ორგანიზაციული საკითხები, რომელთა გადაწყვეტა / გადაჭრა გარდაუვალია:
- საფრთხეების ჩამონათვალის ფორმირება, ვის მიერ და როგორ შეიძლება წარმოიქმნას, და ასევე თუ როგორ შეიძლება შემდგომში მისი გამოყენება.
- ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები - რომლებიც სრულდება ტექნიკითა და სხვა გარეშე საშუალებებით.
- საფრთხის არსებობის სიხშირის (ხანგრძლივობის) განსაზღვრა.
- ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სამუშაოს საქმიანობის დეფრაგმენტაცია, რამდენადაც იძლევა შესაძლებლობას საფრთხეები დავუკავშიროთ კონკრეტულ საქმიანობას / ქმედებას.
- საფრთხის დონის (სიმძიმის) და მისი თანმდევი შედეგების განსაზღვრა.