რას წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა?
ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა გულისხმობს ნედლეულის, მზა პროდუქტის, ჭურჭლისა და პერსონალის მოძრაობის მიმართულებას.
ნაკადურობის დარღვევა შეინიშნება, როდესაც გადაიკვეთება/ერთმანეთს ხვდება დაბინძურებული და სუფთა ნაკადები.
წარმოებაში პროცესის ნაკადურობა და შესაბამისად საამქროებისა და სათავსოების მდებარეობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ნედლეულისა და მზა პროდუქტის გადაკვეთას ადგილი არ ჰქონდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნე ფაქტორების ნედლეულიდან მზა პროდუქტზე გავრცელების შესაძლებლობა ანუ ჯვარედინი დაბინძურება.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემდეგი სახის ჯვარედინ დაბინძურებას:
მათგან პირველი ორი ნაკადი მიეკუთვნება ტექნოლოგიურს. სანიტარული მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია ყველა ეს ნაკადი ერთმანეთისგან გაიმიჯნოს და არანაირ შემთხვევაში არ მოხდეს მათი გადაკვეთა.
პროცესის ნაკადურობის დაცვისა და კონტროლის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მძიმე ინფექციური დაავადების განვითარებასა და ადამიანთა/მომხმარებელთა მასიურ მოწამვლას.
პროცესის ნაკადურობის დარღვევის შემთხვევებია:
ამასთან, სამზარეულოს და მომსახურებისთვის (სერვისისთვის) განკუთვნილი ჭურჭელი საჭიროა განთავსდეს სხვადასხვა სარეცხ სივრცეში (ნიჟარაში), ვინაიდან სამზარეულოს ჭურჭელი გამოიყენება ნედლეულისთვის, ხოლო მომსახურებისთვის (სერვისისთვის) განკუთვნილი ჭურჭელი გამოიყენება მხოლოდ მზა კერძებისთვის.
მაგალითად., აკრძალულია საწარმოო ტერიტორიაზე იმ კვერცხის განთავსება და შენახვა, რომელსაც გავლილი არ აქვს დამუშავების შესაბამისი პროცედურა, რადგან იზრდება სალმონელას გავრცელების რისკი, იგი შესაძლებელია მოხვდეს პერსონალის ხელზე, სამოსზე, დანადგარებზე და ა.შ.
როგორ ავირიდოთ თავიდან ჯვარედინი დაბინძურება/ნაკადების კვეთა?