ISO 9000 სერიის სტანდარტების გადახედვა, ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა. ტექნიკური კომიტეტის მიზანი იყო:
- შემუშავებულიყო გამარტივებული სტანდარტების ნაკრები, რომელიც ერთნაირად გამოსადეგი იქნებოდა მცირე და დიდი ზომის კომპანიებისათვის;
- მოთოხვნილი დოკუმენტების მოცულობასა და დეტალიზაციის ნაწილში, ყურადღება გამახვილებულიყო არა თავად დოკუმენტებზე არამედ, ორგანიზაციის პროცესების სასურველ შედეგებზე.
ISO 9001: 2015 სტანდარტი, ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოიჩინონ მოქნილობა მათი ხარისხის მართვის სისტემის ინფორმაციის დოკუმენტირების (QMS ) გზებისა და მეთოდების შერჩევაში. მსგავსი დისპოზიციური მიდგომა, ორგანიზაციის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს დოკუმენტირებული ინფორმაციის მოცულობა, რომელიც საკმარისი იქნება ორგანიზაციის გეგმების და ოპერაციული პროცესების კონტროლის განსახორციელებლად, მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სისტემის დანერგვისათვის.
სტანდარტის ცვლილების შემდეგ, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ISO 9001 ხარისხის მართვის სტანდარტის 2015 წლის რედაქცია, მოითხოვს, დოკუმენტირებული ინფორმაციის წარმოებას, და არა უბრალოდ "დოკუმენტების სისტემის" შექმნას.
ტერმინი "დოკუმენტირებული ინფორმაცია" დაინერგა, როგორც მაღალი დონის სტრუქტურის (High Level Structure - HLS) ნაწილი და საერთო ტერმინი მენეჯმენტ სისტემების სტანდარტებისათვის (Management System Standards - MSS).
დოკუმენტირებული ინფორმაციის განმარტება შეგვიძლია ვიხილოთ ISO 9000 სტანდარტში ( პუნქტი 3.8.)
განმარტების თანახმად, დოკუმენტირებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, შეტყოებინების გაგზავნის (მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, თუ რა იყო / არის დაგეგმილი და რა შესრულდა) მიზნით ან ცოდნის გაზიარებისათვის.
გთავაზობთ, დოკუმენტირებული ინფორმაციის მიზნებს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ორგნიზაციას, დანერგილი ხარისხის მართვის სისიტემა:
- ინფორმაციის გავრცელება;
- შესაბამისობის მტკიცებულება;
- ცოდნის გაზიარება;
- ორგანიზაციული გამოცდილების გავრცელება და გაღრმავება.
აქვე დავაზუსტებთ, რომ რომ ISO 9001: 2015 7.5.3 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები, ISO 9000: 2015 პუნქტში 3.8.5 შესაბამისად, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც:
- ქაღალდი
- მაგნიტური მატარებელი
- ელექტრონული ან ოპტიკური კომპიუტერული დისკი
- ფოტოსურათი
- სასწავლო მასალარაც შეეხება, კონკრეტულად, ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტის მოთხოვნებს დოკუმენტირებული იფნორმაციის მიმართ და მის შინაარსობრივ ნაწილს, დეტალური ინფორმაცია ჩვენს მომდევნო სტატიებში იქნება შემოთავაზებული. თვალი ადევნეთ ბლოგს.