fbpx

მდგრადი განვითარება და ISO სტანდარტები

2015 წელს, გაერომ ჩამოაყალიბა მსოფლიოს ყველაზე აქტუალური გამოწვევების დაძლევის 15 წლიანი გეგმა. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უერთდება გაეროს და სტანდარტებში ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ეფექტურ გზებს. ISO სტანდარტებში გათვალისწინებულია მსოფლიოს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები.  ISO სტანდარტების დანერგვით, თითოეული ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის განვითარებას, რითაც ხელს უწყობს ისეთი გამოწვევების დაძლევას, როგორიც არის სიღარიბე, ენერგო რესურსების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, გენდერული თანასწორობა, ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და ა.შ.

მდგრადი განვითარების მიზნები

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება.

მიზანი 6:   წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი 8:  სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის.

მიზანი 9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. 

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება.

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის.

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.