fbpx

SOCOTEC საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანო

SOCOTEC საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანო

ISO სერტიფიკატის მსურველი კომპანიებისთვის, განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მასერტფიცირებელი კოპანიის საერთაშორისო იმიჯი და მათ მიერ გაცემული სერტფიკატის ვალიდურობა. 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, აღნიშნულ საკითხის დეტალური განხილვა.   ISO consulting group-ის მიერ კონსულტირებული კომპანიები სერტიფიცირდებიან  საერთაშორისო მასერტიფიცირებული ორგანოს, Socotec ჯგუფის მიერ, რომლის ოფიციალური აკრედიტაციის ორგანო გახლავთ UKAS  Management Systems.  

რას წარმოადგენს SOCOTEC Certification International?

SOCOTEC Certification International არის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანო, რომელიც Bureau Sécuritas-ის მიერ,  არის დაფუძნებული. თავდაპირველად, სოკოტეკ ჯგუფის ძირითადი დანიშნულება იყო, ახალი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტების ხელშეწყობა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.  იგი წარმოადგენს ნდობით აღჭურვილ მესამე მხარეს, რომელიც ამოწმებს შესაბამისობას, ადგენს დამოუკიდებელ ანგარიშებსა და გასცემს რეკომენდაციებს, შენობის ან ნაგებობის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, რაც ემსახურება მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დონის ზრდას.

სასერტიფიკაციო მომსახურებები

SOCOTEC Certification International უკვე 25 წელზე მეტია ახორციელებს მართვის სიტემის შეფასებას, ISO-ს აკრედიტირებული მასერტფიცირებელი ორგანოს სახით, მსოფლიოს 26 ქვეყანაში. ამ პერიოდი განმავლობაში, მოემსახურა 13 000-მდე კომპანიას და დამსახურებულად დაკავა ISO სერთიფიკატის სერვისების მიმწოდებელი მოწინავე ორგანიზაციის სტატუსი.  

კლიენტები - Veolia; Avril; McDonalds; Vinci construction; Nestle; SNCF; Colas; Carrefour; Leroy Merlin; Saint-Gobain; Bouygues Immobilier; ADP.

SOCOTEC Certification International - ის სასერტიფიკაციო მომსახურება მოიცავს  40 სხვადასხვა სახის აკრედიტირებული სერტიფიკაციის სქემას, პროდუქციის და ან  პერსონალის სერტიფიცირებას მათ შორის ISO 9001, ISO 14001, OHSAS 18001, ISO 22000, ISO 27001 და ISO 50001 სტანდტარტების მიხედვით. 

სოკოტეკ ჯგუფში დასაქმებულია 8 700 ზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს  23 ქვეყნის ადგილობრივ ოფისებში, ხოლო 5 ძირითადი პლატფორმა ოპერირებს საფრანგეთში, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში

SOCOTEC-ის ხარისხის კონტროლის შიდა მკაცრი სისტემა გამყარებულია ინდუსტრიის მოწინავე აკრედიტაციებით. საერთო ჯამში, მოიცავს UKAS-ის  20-ზე მეტ აკრედიტაციის საცდელ ობიექტს. SOCOTEC ქმნის  ყველასათვის მეტად უსაფრთხო, სტაბილურ და მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

ღირებულებები

ხედვა - ყველასათვის უკეთესი და უსაფრთხო სამყაროს შექმნა პროექტის მთლიანობის უზრუნველყოფის, რისკების მართვის და კლიენთა მუშაობის ოპტიმიზაციის ხარჯზე.

მისია - პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კონსულტირება - რისკების გამოვლენა, შეფასება და მართვა ხარისხის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

ღირებულება - ვალდებულება და მაღალი ხარისხი, მეწარმეობა და ნოვაცია, ანგარიშვალდებულება და სოციალური პასუხისმგებლობა - და მათ შესაბამისად მოქმედება.

ეთიკის პრინციპები - SOCOTEC ჯგუფის 8700 თანამშრომელი იზიარებს ეთიკის საერთო პრინციპებს მდგრადი განვითარების ინტეგრაციასა და ვალდებულებებზე კორპორაციული ღირებულებების განხრით (რომელიც წარმართავს მათ ქმედებას). ადგილობრივ და საერთაშორისო კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობა თამაშობს მთავარ როლს SOCOTEC Group-ის მოთხოვნილებების ჩამოყალიბებაზე. არსებული ფუნდამენტური პრინციპი არის ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის მთლიანობას და ამაღლებს მის რეპუტაციას.

 

იხილეთ SOCOTEC Group-ის საიმიჯო ვიდეო-რგოლები იუთუბის ოფიციალურ არხზე