fbpx

UKAS გაერთიანებული სამეფოს აკრედიტაციის სამსახური

UKAS გაერთიანებული სამეფოს აკრედიტაციის სამსახური

მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის სანდოობის და ვალიდურობის შესამოწმებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აკრედიტაციის ორგანოს, რომელიც წარმოადგენს აღიარებულ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე მესამე მხარეს.

აკრედიტაცია ესაა ოფიცილაური აღიარება იმ ფაქტის, რომ ორგანიზაცია კომპეტენტურად, საიმედოდ და სწორი (ზუსტი) სახით ასრულებს კონკრეტულ პროცესს, საქმიანობას თუ დავალებას (რომელიც დეტალურადაა გაწერილი აკრედიტაციის მოქმედების სფეროში).

ISO consulting group-ის მიერ კონსულტირებული კომპანიები სერტიფიცირდებიან  საერთაშორისო მასერტიფიცირებული ორგანოს, Socotec ჯგუფის მიერ. აღსანიშნავია, რომ UKAS-ით აკრედიტირებულია SOCOTEC–ის ლაბორატორიების ფართო ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტ ISO/IEC 17025-ზე.

გაერთიანებული სამეფოს აკრედიტაციის სამსახური - UKAS (The United Kingdom Accreditation Service) წარმოადგენს ერთადერთ აკრედიტაციის ორგანოს ეროვნულ დონეზე. იგი დაარსდა 1995 წელს „ურთიერთგაგების“ მემორანდუმზე NAMAS და NACCB-ს შერწყმის შედეგად. UKAS წარმოადგენს არაკომერციულ კერძო კომპანიას. იგი ფუნქციონირებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც კომპანია, რომელიც შეზღუდულია გარანტიებით. დღესდღეობით ორგანიზაციაში დასაქმებულია 190-მდე თანამშრომელი და 250-ზე მეტი ტექნიკური გარე შემფასებელი / ექსპერტი.

UKAS აღიარებულია მთავრობის მიერ, საერთაშორისო დონეზე მიღებულ სტანდარტებთან იმ ორგანიზაციების შესაბამისობის შესაფასებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ სერტიფიკაციის, ტესტირების, შემოწმების და დაკალიბრების მომსახურებას. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შემთხვევაში იგი გასცემს აკრედიტაციას. UKAS-ით აკრედიტაცია ადასტურებს შემფასებლის კომპეტენტურობას, მიუკერძოებლობასა და შრომის უნარიანობას. შეიძლება ითქვას, რომ UKAS-ი „ამოწმებს შემმოწმებლებს“.

საერთაშორისო დონეზე აკრედიტაცია დაყოფილია 2 ჯგუფად -  ILAC და IAF. UKAS ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ EA, ILAC და IAF-ის ოპერაციებში ჩასართავად.

UKAS წარმოადგენს EA MLA მონაწილეს, რომელიც აღიარებულია ILAC და IAF-ის მიერ საერთაშორისო დონეზე. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ გამოცდის ანგარიში ან UKAS-ის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის სერტიფიკატი, ასევე აღიარებულია IAF MLA და ILAC MRA-ის მხარეების მიერ. ასეთი სახით EA MLA მოქმედებს როგორც საერთაშორისო სავაჭრო პასპორტი.

ღირებულებები

UKAS-ის ზრდა და დივერსიფიკაცია დამყარებულია იმ ძირითდ ღირებულებებზე, რომლებიც დაგროვდა წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოების განხორციელების შედეგად.

ეს ღირებულებებია: პროფესიონალიზმი - Professionalism, პასუხისმგებლობა - Responsibility, ინოვაცია - Innovation, მიწოდება - Delivery და მაღალი ხარისხი - Excellence, რომლებიც ქმნიან აბრევიატურას ღირსება - PRIDE.

UKAS აკრედიტაციულ მომსახურებას სთავაზობს სერტიფიცირების ორგანოებს, რომლებიც ეწევიან შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირება (QMS)
  • ჯანდაცვის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირება (HCQMS)
  • გარემოს მართვის სისტემების სერტიფიცირება (EMS)
  • ეკო მენეჯმენტისა და აუდიტის სქემა (EMAS)
  • სურსათის უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიცირება (FSMS)
  • შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემების სერტიფიცირება (OH&SMS)
  • და სხვა